7 ქულა და 7 მოხსნა 21 წუთში - სანდროს მორიგი კარგი მატჩი "სან ანტონიოში" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთ ასოციაციაში "სან ანტონიო სპურსი" "ორლანდო მეჯიქს" დაუპირისპირდა და 132:114 დაამარცხა. სტუმართა რიგებიდან, სამწუხაროდ, გოგა ბითაძეს არ უთამაშია, გრეგ პოპოვიჩის გუნდიდან კი სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 21 წუთი გაატარა, რა დროშიც თავის გუნდს 7 ქულა, 7 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი შესძინა.

"სან ანტონიოდან" საუკეთესო ჯერემი სოშანი გახლდათ, პოლონელმა 29 ქულა, 11 მოხსნა და 2 ასისტი მიითვალა.

"ორლანდოდან" პაოლო ბანკერომ თავი 27 ქულით და 6 მოხსნით გამოიჩინა.

ამრიგად, "სპურსი" 18 მოგებითა და 50 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-14 ადგილს იკავებს. ტეხასელები
მორიგ მატჩს 16 მარტს "დალას მავერიქსის" წინააღმდეგ გამართავენ.

"მეჯიქი" 28 გამარჯვებითა და 41 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა. "ორლანდო" 17 მარტს "ფინიქსს" დაუპირისპირდება.

alt12 წუთში 11 ქულა - მამუკელაშვილის "სან ანტონიომ" "დენვერი" დაამარცხა [VIDEO]

altმამუკელაშვილის 17 წუთი და 6 ქულა - "სან ანტონიო" "ჰიუსტონთან" კვლავ დამარცხდა [VIDEO]

altმამუკელაშვილის 2-ში 2 სამქულიანი და 16-წუთიანი დებიუტი "სან ანტონიოში" [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
თავს ნუ იტყუებთ რა 21 წთ-ში 7 ქულა არაა რა კარგი თამაში, თუ უნდა სანდროს ნბა-ში დარჩენა უნდა ღირსეული კონტრაქტი ამ დროში 10 ქულის ქვევით არ უნდა ჩამოვიდეს.
ეეე
12:47 15-03-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული