ბითაძის 2 ქულა, 5 მოხსნა და "ორლანდოს" გამარჯვება "ნიუ იორკთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პლეი-ოფში მოსახვედრად მებრძოლმა "ორლანდო მეჯიქმა", რომლის ღირსებასაც გოგა ბითაძე იცავს, მეტად საჭირო გამარჯვება მოიპოვა. ფლორიდულმა გუნდმა პლეი-ოფში ადგილგანაღდებულ "ნიუ იორკს" უმასპინძლა და 111:106 დაამარცხა. გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა ქართველმა ცენტრმა, რომელმაც მოედანზე არასრული 14 წუთი გაატარა.

გოგა ბითაძემ ერთხელ, ისიც ზუსტად შეუტია ნიუიორკელთა კალათს, ხოლო ფარქვეშ მეტად აქტიური იყო. ქართველმა ცენტრმა 2 ქულასთან ერთად 5 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. პერიოდების მიხედვით, ბითაძემ ყველაზე მეტი – 5 წუთი ბოლო მეოთხედში ითამაშა.

ორლანდოელთაგან საუკეთესო შედეგი დრაფტის პირველ ნომერს, იტალიელ პაოლო
ბონკეროს ჰქონდა – 21 ქულა, 6 მოხსნა, 4 პასი. 31 მოგებითა და 43 მარცხით "ორლანდო" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა და პლეი-ინის ზონაში, მე-10 ადგილზე მყოფ "ჩიკაგო ბულსს" 3 მოგებით ჩამორჩება. შემდეგ მატჩს ფლორიდელები 26 მარტს შინ, "ბრუკლინ ნეტსთან" გამართავენ.

GBF
მკითხველის კომენტარები / 3 /
ცოტაა ორი ქულა, უფრო მეტი სითამამე და აგრესია მართებს, თორემ ისევ მოუწევს სათადარიგოწე ჯდომა
Nukri
12:57 24-03-2023
0
რატომ, უქულობაზე მეტია!
xuta
14:16 24-03-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული