გოგა ბითაძემ ერთხელ, ისიც ზუსტად შეუტია ნიუიორკელთა კალათს, ხოლო ფარქვეშ მეტად აქტიური იყო. ქართველმა ცენტრმა 2 ქულასთან ერთად 5 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. პერიოდების მიხედვით, ბითაძემ ყველაზე მეტი – 5 წუთი ბოლო მეოთხედში ითამაშა.
ორლანდოელთაგან საუკეთესო შედეგი დრაფტის პირველ ნომერს, იტალიელ პაოლო ბონკეროს ჰქონდა – 21 ქულა, 6 მოხსნა, 4 პასი. 31 მოგებითა და 43 მარცხით "ორლანდო" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა და პლეი-ინის ზონაში, მე-10 ადგილზე მყოფ "ჩიკაგო ბულსს" 3 მოგებით ჩამორჩება. შემდეგ მატჩს ფლორიდელები 26 მარტს შინ, "ბრუკლინ ნეტსთან" გამართავენ.
GBF