"ტენერიფემ" "მანრესას" სძლია, შერმადინი 21 ქულით მატჩის MVP გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გიორგი შერმადინის "ლენოვო ტენერიფემ" ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში "მანრესა" დაამარცხა, ქართველი ცენტრი კი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ტენერიფელებმა "მანრესას" სანტიაგო მარტინის არენაზე უმასპინძლეს და 100:87 მოუგეს.

216 სმ სიმაღლის ქართველმა 24 წუთში 21 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. მის ანგარიშზე 11-დან 11 საჯარიმო და 8-დან 5 ორქულიანია. გიორგი მატჩის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა.

ასევე 21 ქულა ჰქონდა მის თანაგუნდელ აარონ დორნეკამპს.

"ტენერიფეს" 17 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა. მომდევნო მატჩს 2 აპრილს "ბარსელონას" წინააღმდეგ გამართავს.

GBF

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული