ბითაძის 22 წუთი და "ორლანდოს" გასვლითი გამარჯვება "ვაშინგტონთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გოგა ბითაძის "ორლანდო მეჯიქმა" უშუალო კონკურენტ "ვაშინგტონ ვიზარდსს" მოუგო. მატჩი ამერიკის დედაქალაქში გაიმართა და ფლორიდული გუნდის გამარჯვებით – 116:109 დასრულდა.

ბითაძემ მოედანზე საშუალოზე გაცილებით მეტ ხანს – 21:40 წუთი დაყო. მიუხედავად იმისა, რომ მას სტატისტიკური მაჩვენებლები უხვად არ ჰქონია, მწვრთნელმა ქართველი ცენტრი მოედანზე საკმაო დროით დატოვა, რაც მის სხვა კუთხით სარგებლიანობას ადასტურებს.

ბითაძემ 3 ორქულიანიდან 1 ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. მის ანგარიშზე 2 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა დაგროვდა. საუკეთესო იტალიელი პაოლო ბონკერო გახდა
30 ქულითა და 12 მოხსნით.

33 მოგებითა და 44 მარცხით "ორლანდო" აღმოსავლეთ კონფერენციაში ისევ მე-13 ადგილზეა. მომდევნო მატჩი ფლორიდელებს ორლანდოში, 2 აპრილს, აუტასიდერ "დეტროიტთან" ელით.

GBF

altასე დაემშვიდობა "ინდიანა" გოგა ბითაძეს [VIDEO]

altბითაძის 13 ქულა 13 წუთში – საუკეთესო შედეგი "ორლანდოში" გადასვლის შემდეგ [VIDEO]

altბითაძის 2 ქულა 6 წუთში - "ორლანდო მეჯიქმა" "ბრუკლინ ნეტსი" დაამარცხა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 3 /
კაი რა გოგა, ახლაც ხომ ვერ იტყვი დროს არ მაძლევენო.
ტტტ
11:45 01-04-2023
1
რაღაცას ცოდვილობს ეს ბიჭი.არ არის ამისი ადგილი ნბა-ში.
ვაგნერი ჯანაშია.
01:00 02-04-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული