თორნიკემ პარკეტზე 24:55 წუთი გაატარა, რა დროშიც 6 ქულა, 2 მოხსნა და 4 პასი დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 3-დან 2 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო გამოიყენა. "ვალენსიას" შენონ ევანსმა ულიდერა, რომელმაც 15 ქულა ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ მოხსნა და 6 პასი გააკეთა.
"ვირტუსი" ევროლიგაში მეოცედ დამარცხდა. ქართველი კალათბურთელის გუნდი ევროლიგაში მე-14 ადგილზეა და
პლეი-ოფში გასვლის შანსი დაკარგული აქვს. "ვირტუსი" ბოლო ტურში "მილანოს" უმასპინძლებს.
GBF.GE