სტუმართა ქართველმა ლეგიონერმა გოგა ბითაძემ "ორლანდოს" რიგებში საუკეთესო მატჩი ჩაატარა და პირველი ორმაგი დუბლი შეასრულა. 23 წლის კალათბურთელმა მოედანზე 25:23 წუთი გაატარა, რა დროშიც 12 ქულა, 15 მოხსნა, 1 გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.
"ნეტსის" მხრიდან საუკეთესო მაილს ბრიჯისი გახდა, მსროლელმა 22 ქულა, 5 მოხსნა, 2 შედეგიანი პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა.
ამრიგად, "მეჯიქი" 34 გამარჯვებითა და 47 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილს იკავებს, "ორლანდო" რეგულარული სეზონის ტურის ბოლო მატჩს 9 აპრილს "მაიამი ჰიტის" წინააღდეგ გამართავს.
"ბრუკლინი" 45 მოგებითა და 36 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა. "ნეტსი" 9 აპრილს "ფილადელფიას" შეხვდება.
ბითაძის 10 ქულა 16 წუთში - "ორლანდო" "კლივლენდთან" დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა
ბითაძის 22 წუთი და "ორლანდოს" გასვლითი გამარჯვება "ვაშინგტონთან" [VIDEO]
"ორლანდომ" "დეტროიტი" დაამარცხა - გოგას მორიგი კარგი მატჩი [VIDEO]
https://www.youtube.com/watch?v=GObQI4wuJSk