თორნიკე შენგელიას "ვირტუსი" "ნაპოლისთან" დამარცხდა

AutoSharing Option
ქართველები ფეხბურთში ნაპოლის ვქომაგობთ, კალათბურთში კი – არა, მით უფრო, როცა ამ ქალაქის გუნდი თორნიკე შენგელიას "ვირტუს ბოლონიას" ხვდება. იტალიის სერია A-ს მორიგ ტურში ბოლონიელებმა "ნაპოლის" უმასპინძლეს და მიუხედავად იმისა, რომ ცხრილში მთელი 13 პოზიციით უსწრებდნენ, შეხვედრა 81:89 დათმეს.

საქმე ისაა, რომ "ვირტუსი" პირველ ადგილზე მყარადაა და ამ წაგების მიუხედავად კონკურენტ "მილანოს" 4 ქულით უსწრებს. შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და 19 წუთი ითამაშა. ქართველმა ფორვარდმა 5-დან 2 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგო. ჯამში თორნიკემ 8 ქულა,
2 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. ბომბარდირი მარკო ბელინელი გახდა 23 ქულით.

19 მოგებითა და 6 მარცხით "ვირტუსი" სერია A-ს ლიდერობს. მეორეზე 17 მოგებითა და 7 მარცხით მილანის ემპორიო არმანია. 26-ე ტურში ბოლონიელები "ტრენტინოს" უმასპინძლებენ.

GBF.GE
მკითხველის კომენტარები / 1 /
ასე თუ გააგრძელე ჩემო თოკო მოგიწევს სამომავლოდ ახალი გუნდის ძებნა.
გოგი
12:55 09-04-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული