შენგელიას "ვირტუსმა" "მილანს" მძიმე მატჩი მოუგო და სერიაში ანგარიში გაათანაბრა

AutoSharing Option
სერია A-ს ფინალის მეოთხე მატჩში თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ საკუთარ მოედანზე „მილანი“ 93:89 დაამარცხა.

შეხვედრა მეტად დაძაბული გამოვიდა, ბოლონიური გუნდი მეოთხე პერიოდის დასაწყისში 12 ქულით გავიდა წინ, მაგრამ მილანელებმა ანგარიშის გათანაბრება და თამაშის ოვერტაიმში გადაყვანა შეძლეს, შემდეგ დაწინაურდნენ კიდეც, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ.

ასე და ამგვარად, ორი პირველი მატჩის დათმობის მერე "ვირტუსმა" სერიაში ანგარიშის გათანაბრება მოახერხა - 2:2. შემდეგი შეხვედრა 19 ივნისს მილანში ჩატარდება. სერია ოთხ მოგებამდეა.

შენგელიამ 37 წუთში 9 ქულა (9-დან 2 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 6-დან
2 საჯარიმო), 4 მოხსნა, 5 პასი და 1 დაფარება მიითვალა, 2-ჯერ ჩაჭრა და ამდენივეჯერ დაკარგა ბურთი.

26 ქულით ყველაზე შედეგიანი მილანელი შეივონ შილდსი იყო, "ვირტუსიდან" კი ყველაზე მეტი (18-18) მარკო ბელინელიმ და ჯორდან მიკიმ ჩააგდეს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული