დუდა სანაძე კარიერას უნგრულ "ატომერომუში" გააგრძელებს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა დუდა სანაძემ უნგრულ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა. 31 წლის უკანახაზელი კარიერას "ატომერომუ პარკსში" გააგრძელებს. სანაძემ კონტრაქტი ონლაინ გააფორმა, უნგრეთში კი მას შემდეგ ჩავა, რაც საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატში ასპარეზობას დაასრულებს.

"ბედნიერი ვარ, რომ ASE-სთან გავაფორმე ხელშეკრულება. კლუბს ამ სეზონში სერიოზული გეგმები აქვს. ყველაფერს გავაკეთებ მოედანზე და მის გარეთ გუნდის საკეთილდღეოდ" – დუდა სანაძის სიტყვები გააჟღერა კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა.

"გახარებული ვართ, რომ ის ჩვენს გუნდში ითამაშებს. ვფიქრობ, ის მესამე ნომერზე დაიწყებს და გუნდს თავისი დიდი გამოცდილებით გამოადგება. დუდა
ნამდვილი ლიდერია, როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ", – განაცხადა "ატომერომუს" მთავარმა მწვრთნელმა ფერენც ჩირკემ.

გასულ სეზონში "ატომერომუ" პლეი-ოფში ვერ მოხვდა, თუმცა უმაღლეს ლიგაში ადგილი იოლად შეინარჩუნა და მომავალ სეზონს მეტი ამბიციით ხვდება.

GBF
მკითხველის კომენტარები / 4 /
სადაც არ უნდა წავიდეს რისი გამკეთებელია საერთოდ და რაშედეგი აქვს საერთოდ ნაკრებში.მამამისმა გაქაჩა და მაგის პატარა ძამც 2007 წლიანი ნაკრებშიც თამაშობს და საზღვარგარეთაც გაუშვეს.მე ბევრი ვეხვეწე სხვებს და შედეგი ნული.ბავშვი დაიბარეს ასაკობრივში 2007 ნი გამოუშვეს თან კარგი დრინლიგი აქვსო კარგი სროლაო და დაცვასა კარგად თამაშობსო ერთი ჟილკა აკლიაო..როგორ გამოჩენა თავი თუ ჟილკა არ ქონდა ვერ ვხვდები.მამიკოს ბიჭები კიდო ნაკრებში და საზღვარგარეთ აგზავნიან ძმაკაცობით.ასე გინდათ კალათბურთის განვითარება მაინტერესებს
აბდულა
13:02 07-07-2023
1
კონტაქტი როცა ონლაინ ფორმდება გარიგებაში ალბათ "ალიბაბას" საიტი მონაწილეობს და თამაშებსაც ონლაინ ჩაატარებს ალბათ?
პლეხანოველი
15:11 06-07-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული