მადრიდულმა კლუბმა ლოჩოშვილის ტრანსფერზე "კრემონეზეს" მიმართა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა შეიძლება სერია B-ში გავარდნილი "კრემონეზე" დატოვოს და "რაიო ვალეკანოში" გადავიდეს.

Okfichajes-ი და todofichajes-ი იტყობინებიან, რომ მადრიდული გუნდიდან რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი აიბარგება, მათ შემცვლელები სჭირდებათ და ერთ-ერთი ასეთი 25 წლის ლოჩოშვილია.

გამოცემები წერენ, რომ "რაიო ვალეკანოს" ხელმძღვანელები ქართველს მაღალი კლასის ფეხბურთელად თვლიან, რომელსაც დიდი პერსპექტივა გააჩნია, დაცვის გაძლიერება შეუძლია, ეს რეკონსტრუქციისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იქნება და ამისათვის კრემონულ კლუბს პირველი წინადადებით მიმართეს.

მკითხველის კომენტარები / 12 /
მშვენიერი ვარიანტია რაიო ვალეკანო. წარმატებებს გისურვებ, ლუკა!
alexandre
01:40 13-07-2023
0
წარმატებები ლოჩოს,იმედია გამოვა ეს ტრანსფერი.ინტერმა დაიმატა გერმანიის ახალგაზრდული ნაკრების მცველი და კაპიტანი იანს ბისეკი.იმ გერმანიის,რომელმაც ახლად დასრულებულ ევროპირველობაზე ჯგუფიდან ვერ გააღწია!თავად ბისეკი კი დანიაში თამაშობდა.ვერავინ ვერ დამაჯერებს,რომ საზონოვზე,ივაზე და კალანდაძეზე უფრო შთამბეჭდავი პერფორმანსი ჰქონდა.როდის უნდა გაახილონ თვალები ევროპის ტოპ 5-ის კარგმა გუნდებმა და როდის უნდა გამოიხედონ ქართული ბაზრისკენ?აგვისტოს ბოლომდე ჯერ კიდევ დროა და იმედია ვიხილავთ ჩვენების კარგ ტრანსფერებს.გელაშვილს სჭირდება ევროპაში კარგი კლუბი და თუ დინამო თბილისიც ვერ მოხვდა ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე კალანდაძე,მოისწრაფიშვილი,მექვაბიშვილმაც უნდა მოძებნონ ნორმალური კლუბები ევროპაში,რომ განვითარდნენ.ევროტურნირების წინ ლომინაძე რატომ არ დააბრუნა დინამომ მიკვირს,მითუმეტეს ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის შემდეგ.
მეზღვაური
02:49 13-07-2023
4

სიახლეები პოპულარული