საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების წევრ გიორგი (გუგა) ნაცვლიშვილს კონტრაქტი გაუფორმა ლატვიურმა კლუბმა "რიგა ზელიმ", რომელიც ესტონეთისა და ლატვიის გაერთიანებულ ლიგაში თამაშობს. კონტრაქტი 1+1-წლიანია და იგი ერთთვიანი გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ შევა ძალაში.
შეგახსენებთ, რომ ნაცვლიშვილმა გასული სეზონები ესპანეთში, "კანარიასის" ახალგაზრდულ კლუბში გაატარა, ხოლო ივლისში საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების ღირსებას იცავდა. ნაცვლიშვილი საშუალოდ ჩაგდებული 13.3 ქულით ნაკრების ბომბარდირი იყო, ხოლო მოხსნებში (7.4) მეორე პოზიცია ეკავა.
GBF.GE
უპატრონო ბავშვები რომ იჩაგრებიან ეგ არის საწყისი პირადად მე ვარ მომსწრე 208სმ სიმაღლის ბავშვი 2005 წლიანი ახლა სწავლაზეა გადასული და არა კალათბურთზე.
ადგეს ახლა ნაცვლიშვილი და დაეხმაროს ამ ბავშვსაც ხომ შეიძლება. მაგარმ კალათბურთის სამყაროსგან გარიყულია.გადაეცით ნაცვლიშვილი მამას დაეხმაროს ამ ბავშვსს