დუდა სანაძე მუხლის ოპერაციას ჩაიტარებს – რეაბილიტაციას 6-8 კვირა დასჭირდება

AutoSharing Option
დუდა სანაძეს მუხლის ოპერაცია ესაჭიროება, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელი თბილისში ჩაიტარებს. მის რეაბილიტაციას, სავარაუდოდ, 6-8 კვირა დასჭირდება, რის შემდეგაც სანაძე თავის უნგრულ კლუბს, "ატომერომუს" დაუბრუნდება.

სანაძის შესახებ ინფორმაცია სწორედ უნგრულმა კლუბმა საკუთარი სოცქსელების საშუალებით გაავრცელა: "სამედიცინო შემოწმებისა და შეფასებების შემდეგ გადაწყდა, რომ დუდა სანაძეს მუხლზე მცირე ოპერაცია სჭირდება, რომელსაც კალათბურთელი საკუთარ სამშობლოში, ქართველ ექიმებთან ჩაიტარებს და რეაბილიტაციასაც ადგილზე გაივლის. ჩვენი კლუბი კალათბურთელს სრულ მხარდაჭერას უცხადებს და ჩვენ მას დავეხმარებით ყველაფერში. ამჟამად არსებული მონაცემებით, მის რეაბილიტაციას 6-8 კვირა დასჭირდება".

მუხლი, რომელზეც ოპერაციას
ჩაიტარებს, სანაძემ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩში იტკინა. კაბო ვერდესთან გამარჯვების შემდეგ სანაძემ 3 შეხვედრა ტკივილგამაყუჩებლებით ითამაშა და მუხლი გაუმიზეზდა. ტრავმამ თავი მოგვიანებით მძაფრად იჩინა, როცა დუდა საკუთარ უნგრულ კლუბს შეუერთდა. სამედიცინო შემოწმებამ მუხლის სამკურნალოდ ოპერაციის აუცილებლობა განსაზღვრა.

"ართროსკოპიულ ოპერაციას ვიკეთებ, რომელიც არაა რთული გადასატანი, თუმცა დრო სჭირდება. რეაბილიტაციას დიდი მნიშვნელობა აქვს და იმედი მაქვს, ყველაფერს კარგად გავართმევ თავს. კლუბის ექიმების შეფასებით, თვე-ნახევარი, 2 თვე მომიწევს რეაბილიტაცია და იმედი მაქვს, ამ დროში ჩავეტევი" – განაცხადა დუდა სანაძემ, რომელიც ართროსკოპიული ოპერაციის ჩასატარებლად და სარეაბილიტაციოდ საქართველოში 7 ოქტომბერს ჩამოვა.

GBF

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული