ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პრესეზონის პირველი მატჩი გამართა "ორლანდომ". "მეჯიქი" "ნიუ ორლეანს პელიკანსს" ესტუმრა და 122:105 დაამარცხა.
გოგა ბითაძემ მოედანზე 9 წუთი დაჰყო, რა დროშიც თავი 7 ქულით (2/2 საჯარიმო, 1/2 ორქულიანი, 1/2 სამქულიანი), 4 მოხსნითა (2 მეტოქის ფარზე) და 2 დაფარებით გამოიჩინა.
"პელიკანსის" შემადგენლობიდან ბრენდონ ინგრამმა 14, ზაიონ უილიამსონმა და სიჯეი მაკალუმმა კი 12-12 ქულა ჩააგდეს.
"ორლანდო" მომდევნო შეხვედრას 13 ოქტომბერს, "კავალიერსთან" გამართავს.