შერმადინის 14 წუთი და "ტენერიფეს" გამარჯვება "ჟირონასთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გიორგი შერმადინის "ლენოვო ტენერიფე" სიჩქარეს კრეფს. ესპანეთის ჩემპიონატის 3 წაგებით დაწყების შემდეგ ტენერიფელებმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვეს. კუნძულელთა მორიგი მსხვერპლი ლიგის დებიუტანტი, თუმცა სეზონის 3 გამარჯვებით დამწყები ჟირონა" გახლდათ. შერმადინის გუნდი ჟირონელებს სტუმრად შეხვდა და საკმაოდ კომფორული გამარჯვება გაიფორმა – 79:66.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა მოედანზე 14 წუთი გაატარა, საკუთარ გუნდს კი 7 ქულა და 1 მოხსნა შესძინა. ქართველმა ცენტრმა 4-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. ზოგადად, კანარიელებმა გუნდური კალათბურთი ითამაშეს და ყველაზე შედეგიანი მხოლოდ 13 ქულით ჟოან
სასტრე იყო.

"ლენოვო ტენერიფე" ლიგა ენდესაში 2 მოგებით და 3 წაგებით მე-13 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 22 ოქტომბერს, "მადრიდის რეალს" უმასპინძლებს.

altშერმადინის 15 ქულა, 9 მოხსნა და "ტენერიფეს" პირველი გამარჯვება ესპანეთის ჩემპიონატში [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული