ბითაძის და მამუკელაშვილის შედეგიანი თამაში ბოლო საგამოფენო მატჩებში

AutoSharing Option
ამერიკის ნაციონალური ასოციაციის რეგულარული სეზონის დაწყებამდე ქართველი კალათბურთელების გუნდებმა ბოლო ამხანაგური შეხვედრები ჩაატარეს. გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ შინ ბრაზილიური „ფლამენგო“ 109:75 დაამარცხა, ხოლო სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსმა“ სტუმრად „გოლდენ სტეიტს“ 122:117 სძლია.

მიღებული წუთებიდან გამომდინარე, ორივე ქართველი კალათბურთელი შედეგიანი იყო. ბითაძემ ბრაზილიური გუნდის წინააღმდეგ 21:48 წუთი ითამაშა, რა დროშიც 11 ქულა, 5 მოხსნა, 4 ასისტი, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა დააგროვა. გოგამ 6 დან 3 ორქულიანი და 8 დან 5 საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა.

„გოლდენ სტეიტის“ წინააღმდეგ 7 წუთი მიიღო
მამუკელაშვილმა. მან ამ დროის მანძილზე 8 ქულა, 1 მოხსნა, 1 ასისტი და 1 ჩაჭრა დააგროვა. სანდრომ თამაშიდან 4-ჯერ ესროლა და 3 ტყორცნა ზუსტი აღმოჩნდა.

სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩს „ორლანდო მეჯიქი“ 26 ოქტომბერს საშინაო მოედანზე „ჰიუსტონ როკეტსთან“ გამართავს, ხოლო „სან ანტონიო“ იმავე დღეს „დალას მავერიქსს“ უმასპინძლებს.

GBF
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული