სუპერშენგელია და "ვირტუსი" სრული სვლით წინ მიიწევენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თორნიკე შენგელია და მისი "ვირტუსი" ჩინებულ ფორმაში არიან და მორიგი გამარჯვება მოიპოვეს.

იტალიის ჩემპიონატის მეოთხე ტურში „ვირტუსმა“ საკუთარ მოედანზე „დინამო სასარი“ 80:66 დაამარცხა.

legabasket-ი აღნიშნავს, რომ სუპერშენგელიასთან ერთად ბოლონიური გუნდი შეუჩერებელია. საქართველოს ნაკრების კაპიტანს სამმაგ დუბლამდე სულ ცოტა დააკლდა: 30 წუთში 10 ქულა (5-დან 3 ორქულიანი, 1-დან 0 სამქულიანი, 4-დან 4 საჯარიმო), 12 მოხსნა და 9 პასი მიითვალა.

„ვირტუსი“ 4 მოგებით ლიდერია და 30 ოქტომბერს სტუმრად "ნაპოლის" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თორნიკე შენგელია საქართველოს 30%-მა იცის ვინაა, ხვიჩა კვარაცხელია მგონი 99%-მა იცის, სათვალეებიანმა ბებიებმაც კი იციან ვინაა ხვიჩა კვარაცხელია... კვარაცხელია თუ გააკუებს, მაგაზეც კი იწერება ქართულ მედიაში და შენგელიას შესახებ კაციშვილი არაფერს წერს... აი ესა ვართ ქართველები :)
ლუარსაბი
23 ოქტომბერი 2023 13:07
6
სრულიად გეთანხმები. ზოგადად, ფეხბურთის(მეტ-ნაკლებად კიდევ რაგბის) ფონზე სპორტის სხვა გუნდური სახეობები ძალიან მივიწყებულია. იმ უმცირესი დაფინანსებით, რა შედეგიც კალათბურთს აქვს, მის პოპულიზება ყველა მედიასაშუალებით უნდა ხდებოდეს. კალათბურთში უზარმაზარი კონკურენციის პირობებში მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა და იქ 16 გუნდში მოხვედრა, ისტორიული და იდეალური შედეგი და წარმატებაა. ეგეთ შედეგს ფეხბურთში ახლოსაც არ გაჰკარებიან და დიდი ალბათობით, შესაძლოა 21-ე საუკუნეში ვერც მიაღწიონ.
ლაშა
23 ოქტომბერი 2023 14:25
2
შენგელია ვირტუსის ხერხემალია.
SLR
23 ოქტომბერი 2023 11:46
0
10 ქულა?! ვაა... რა ამბავია, ასე ბევრი?! მოლოდეც ძმაო!
aburjga
23 ოქტომბერი 2023 10:45
13
მეგობარო აქ გუნდურად თამაშობს და როცა საჭიროა თავის თავზე იღებს ლიდერობას, თქვენ როგორც ჩანს მხოლოდ სტატისტიკას უყურებთ და არა თამაშებს, ყველა თამაშში 20-30 ქულას ვერ აიღებს...
Sibuna
23 ოქტომბერი 2023 11:59
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული