თორნიკე შენგელია და მისი "ვირტუსი" ჩინებულ ფორმაში არიან და მორიგი გამარჯვება მოიპოვეს.
იტალიის ჩემპიონატის მეოთხე ტურში „ვირტუსმა“ საკუთარ მოედანზე „დინამო სასარი“ 80:66 დაამარცხა.
იტალიის ჩემპიონატის მეოთხე ტურში „ვირტუსმა“ საკუთარ მოედანზე „დინამო სასარი“ 80:66 დაამარცხა.
legabasket-ი აღნიშნავს, რომ სუპერშენგელიასთან ერთად ბოლონიური გუნდი შეუჩერებელია. საქართველოს ნაკრების კაპიტანს სამმაგ დუბლამდე სულ ცოტა დააკლდა: 30 წუთში 10 ქულა (5-დან 3 ორქულიანი, 1-დან 0 სამქულიანი, 4-დან 4 საჯარიმო), 12 მოხსნა და 9 პასი მიითვალა.
„ვირტუსი“ 4 მოგებით ლიდერია და 30 ოქტომბერს სტუმრად "ნაპოლის" შეხვდება.