გოგას 7 ქულა და 30-ქულიანი გამარჯვება "როკეტსთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ორლანდო მეჯიქმა" "ჰიუსტონ როკეტსს" უმასპინძლა და 116:86 დაამარცხა.

გოგა ბითაძემ მოედანზე 5 წუთი გაატარა, რა დროშიც 7 ქულა (3/4 საჯარიმო, 2/2 ორქულიანი), 3 მოხსნა (1 მეტოქის ფარზე) და 1 ჩაჭრა დააგროვა.

კოულ ენტონიმ 20 ქულა, 8 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

"როკეტსის" შემადგენლობიდან ალფერნე სენგურნმა, დილონ ბრუკსმა და ფრედ ვანვლიტმა თანაბარი, 14-14 ქულა ჩააგდეს.

"მეჯიქი" მომდევნო შეხვედრას 28 ოქტომბერს, "პორტლენდ ტრეილბლეიზერთან" გამართავს. "ჰიუსტონი" იმავე რიცხვში "სან ანტონიო სპურსს" შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
გოგა ათამაშეს ეგრედ წოდებულ "გარბიჯ თაიმში" წელს მეტი დრო არც ექნება თუ რომელიმე ცენტრი არ დაიმტვრა...
მწარე სიმართლე
18:34 26-10-2023
0
საუკეთესო სეზონი ვუსურვოთ გოგას.ნამდვილად დროა უკვე, მასზე გაცემული დიდი ავანსების გამართლებისა.გვჯერა შენი და ველით ღირსეულ თამაშს!!!
ბრაზი
15:29 26-10-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული