გოგას ორმაგი დუბლი, 5 დაფარება და გამარჯვება "ლეიკერსთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურტო ასოციაციაში "ორლანდო მეჯიქმა" "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" 120:101 დაამარცხა.

ვენდელ კარტერ ჯუნიორის ტრავმის შემდეგ გოგა ბითაძე ძირითად შემადგენლობაში აღმოჩნდა, სათამაშოდ 26 წუთი მიიღო და გამარჯვებაში ერთ-ერთი ლომის წვლილიც შეიტანა. ქართველმა ცენტრმა 10 ქულა (4/4 საჯარიმო, 3/5 ორქულიანი, 0/1 სამქულიანი), 10 მოხსნა (4 მეტოქის ფარზე), 2 შედეგიანი გადაცემა და 5 დაფარება მიითვალა ისე, რომ არც ერთი შეცდომა არ დაუშვია, გოგას სარგებლიანობის კოეფიციენტი 27 გახლდათ.

საუკეთესო პაოლო ბანშერო გახლდათ, რომელმაც 25 ქულა, 7 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1-იც
დაფარება დააგროვა, ფრანს ვაგნერმა აქტივში 26 ქულა ჩაიწერა.

კალიფორნიელების შემადგენლობიდან ენტონი დევისმა გუნდს 28 ქულა, 13 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 7 დაფარება შესძინა, ლებრონ ჯეიმსმა თავი 24 ქულით, 9 მოხსნით 5 შედეგიანი გადაცემითა და 3 ჩაჭრით გამოიჩინა, ოსტინ რივსმა კი - 20-ით.

სეზონის სტარტზე "ორლანდო" კარგად გამოყურება, 4 გამარჯვებითა და 2 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას კი 7 ნოემბერს, "დალას მავერიკსთან" გამართავს.

"ლეიკერსი" 3 მოგებითა და ამდენივე მარცხით დასავლეთში მე-5 პოზიციაზე იმყოფება, იმავე 7 ნოემბერს კი "მაიამის" ესტუმრება.
მკითხველის კომენტარები / 11 /
5 დაფარება ერთ მატჩში... რამდენი კალათბურთელი დაიკვეხნის ასეთი შედეგით?!...
დდდ
12:17 05-11-2023
0
რაო, რაო, ვიღაცეები უკიჟინებდნენ ნბა-ში რა უნდა, წამოვიდესო. მიიღოს ხოლმე შესაფერისი დრო და რაც შეუძლია აგერ ჩანს ბატონო. მამუზეც იგივეს ვიტყოდი.
ალექს
11:22 05-11-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული