შენგელიას 14 ქულა - "ვირტუსმა" ევროლიგაზე "მილანს" სძლია

AutoSharing Option
ევროლიგის მერვე ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ საკუთარ მოედანზე „მილანი“ 86:79 დაამარცხა.

შენგელიამ 28:23 წუთში 14 ქულა (8-დან 5 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო), 6 მოხსნა, 4 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 20 შეადგინა.

19 ქულით და სარგებლიანობის 28-იანი კოეფიციენტით მატჩის MVP თორნიკეს თანაგუნდელი გაბრიელ ლუნდბერგი გახდა, რომელმაც მეოთხე მეოთხედში საუცხოოდ ითამაშა. სხვათა შორის, დანიელს წინა ორ შეხვედრაში ქულა არ ჰქონდა აღებული.

21 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი მილანელი შეივონ შილდსი
გახდა.

„ვირტუსი“ 6 მოგებით მესამე ადგილზეა და 17 ნოემბერს ათენში „პანათინაიკოსს“ დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ნუ ჩაი--ით რა ამ ფსევდო ანტი რუსულით
ტუტე
26 მაისი 2024 02:18
0
ეჰ,ორი წელი რა ტყუილად დაკარგე რუსეთში!!!
სანდრო
15 ნოემბერი 2023 19:05
0
მადლობა ღმერთს რომ,რუსულ ჭაობს დააღწიე თავი,შენც და კვარაცხელიამაც!!!!
გიორგი
15 ნოემბერი 2023 14:12
0
გუნდის სული და გულია, თოკოს გარეშე ეს გუნდი ნამდვილი ბანდაა. ერთი ცენტრი უნდა იყიდონ ამ ზამთარს.
ბმბ
15 ნოემბერი 2023 13:07
0
ფლეშსკორზე +/- გრაფაში თოკოს 3 უწერია
BOSS
15 ნოემბერი 2023 11:16
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული