გოგას ორმაგი დუბლი - "ორლანდომ" "ჩიკაგო" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ორლანდო მეჯიქი" "ჩიკაგო ბულზს" ესტუმრა და 96:94 დაამარცხა.

გოგა ბითაძემ მოედანზე 26 წუთი დაჰყო, რა დროშიც თავი 15 ქულით (3/4 საჯარომო, 6/10 ორქულიანი), 11 მოხსნით (6 მეტოქის ფარზე), 2 შედეგიანი გადაცემითა და ამდენივე ჩაჭრით გამოიჩინა. აღსანიშნია, რომ გოგას შეცდომა არ ჰქონია აღნიშნულ მატჩში.

მატჩის გმირი პაოლო ბანშერო გახდა, რომელმაც 17 ქულა და შეხვედრის მომგები ორქულიანი ჩააგდო.

მასპინძელთა მხრიდან ზაკ ლავინმა 19 ქულა დააგროვა, ნიკოლა ვუჩევიჩმა კი - 17.

ამრიგად, "ორლანდო" 6 მოგებითა და 5 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში
მე-9 ადგილზე იმყოფება, "ბულზსი" 4 გამარჯვებითა და 8 მარცხით იმავე აღმოსავლეთში მე-12 პოზიციას იკავებს, ეს გუნდები 18 ნოემბერს კიდევ შეხვდებიან ერთმანეთს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ყოჩაღ გოგა!!ასე გააგრძელე
მარი
14:34 16-11-2023
0
სასიხარულოა რომ გოგამ ძირითადშია, მილუოკთანაც ძირითადში იყო და ის თამაშიც მოიგო ორლანდომ, არადა გოგაზე ხელი მქონდა ჩაქნეული. სამწუხაროდ მამუკელაშვილს სან ანტონიოში ჯერ არ ეძლევა თამაშის მეტი დრო, ალბათ მამუსაც დაჭირდება ერთი სეზონი - როგორც გოგას, და მერე უფრო მეტ სათამაშო დროს მისცემენ.
იკა
15:38 16-11-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული