ბითაძეს 5 ქულაზე მეტი არ ჩაუგდია, თუმცა ისეთი დახუნძლული იყო სტატისტიკით, თავის გუნდში ყველაზე მეტი მოხსნა, პასი და დაფარება მიითვალა. დიახ, გოგას 5 ქულასთან ერთად 7 მოხსნა, 6 პასი, 5 დაფარება და 2 ჩაჭრა ჰქონდა. ეს ყველაფერი გოგამ მოედანზე ყოფნის 30 წუთში მოახერხა და თან ისე, ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა. ბითაძეზე მეტი, ისიც არასრული 1 წუთით, პაოლო ბანკერომ და ფრანც ვაგნერმა ითამაშეს. ქართველმა ცენტრმა 6-დან 2 ორქულიანი და 4-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბომბარდირი კი ბანკერო გახდა 25 ქულით.
"ორლანდოს" 9 მოგება და 5 მარცხი აქვს, აღმოსავლეთ კონფერენციაში საპატიო მე-5 ადგილზეა და მომდევნო მატჩს ნბა-ს მოქმედ ჩემპიონ "დენვერთან" ჩვენი დროით ხვალ, გამთენიისას გამართავს.
GBF
https://youtu.be/vpBCSicwhSM?si=_XnHBclG517BwXJ3