ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე მხოლოდ 15:26 წუთი გაატარა. ბითაძემ 6 ცდიდან 1 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. მის ანგარიშზე 3 ქულა, 5 მოხსნა და 1 დაფარება დაგროვდა. ორლანდოელთაგან 19 ქულით, 10 მოხსნითა და 8 პასით საუკეთესო იყო პაოლო ბანკერი, ფრანც ვაგნერის ანგარიშზე 20 ქულა დაგროვდა.
14 მოგებითა და 6 მარცხით ორლანდო ანალოგიური შედეგის მქონე "მილუოკისთან" ერთად აღმოსავლეთ კონფერენციის 2-3 ადგილებს იყოფს. შემდეგ შეხვერას ბითაძის გუნდი კლივლენდში, 6 დეკემბერს გამართავს.
გოგა ბითაძე VS ნიკოლა იოკიჩი | "ორლანდომ" "დენვერი" ბოლო წამებზე დაამარცხა [VIDEO]
ბითაძე: "ორლანდოში" ყველა ხელგაშლილი დამხვდა, ფიზიკური კონდინციები უნდა გავიუმჯობესო