გოგას 15 წუთი "ბრუკლინ ნეტსთან" - "ორლანდო მეჯიქმა" ზედიზედ მე-10 მატჩი ვეღარ მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ორლანდო მეჯიქის" ბრწყინვალე გამარჯვებათა სერია შეწყდა. ზედიზედ მოპოვებული 9 გამარჯვების შემდეგ გოგა ბითაძის გუნდი ბრუკლინში დამარცხდა, სადაც 14 ნოემბერს წაგებული მატჩის შემდეგ დაიწყო სწორედ ეს შედეგიანი სერია. "ბრუკლინ ნეთსმა" შეხვედრა 129:101 მოიგო.

ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე მხოლოდ 15:26 წუთი გაატარა. ბითაძემ 6 ცდიდან 1 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. მის ანგარიშზე 3 ქულა, 5 მოხსნა და 1 დაფარება დაგროვდა. ორლანდოელთაგან 19 ქულით, 10 მოხსნითა და 8 პასით საუკეთესო იყო პაოლო ბანკერი, ფრანც ვაგნერის ანგარიშზე 20 ქულა
დაგროვდა.

14 მოგებითა და 6 მარცხით ორლანდო ანალოგიური შედეგის მქონე "მილუოკისთან" ერთად აღმოსავლეთ კონფერენციის 2-3 ადგილებს იყოფს. შემდეგ შეხვერას ბითაძის გუნდი კლივლენდში, 6 დეკემბერს გამართავს.

altგოგა ბითაძე VS ნიკოლა იოკიჩი | "ორლანდომ" "დენვერი" ბოლო წამებზე დაამარცხა [VIDEO]

altბითაძე: "ორლანდოში" ყველა ხელგაშლილი დამხვდა, ფიზიკური კონდინციები უნდა გავიუმჯობესო

 

altასე დაემშვიდობა "ინდიანა" გოგა ბითაძეს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
ე ბიძია მოუკელი ჩვენ ბიჭს დრო და წააგეთ. სტატისტიკაში კი არაა საქმე გოგა და ზოგადათ ქართველები თილისმაა გაიგეთ. ნახეთ რას შვრება ზაზას მერე გოლდენი.დდდდ
გფფ
03 დეკემბერი 2023 16:48
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული