გოგას მესამე ორმაგი დუბლი მიმდინარე სეზონში და "ორლანდოს" მარცხი "ბოსტონთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ბოსტონ სელტიკსმა" "ორლანდო მეჯიქს" უმასპინძლა და 128:111 დაამარცხა.

"მეჯიქის" ცენტრმა გოგა ბითაძემ თამაში კვლავ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა 26:40 წუთში 15 ქულა, 11 მოხსნა და 1 შედეგიანი პასი მიითვალა. გოგამ მიმდინარე სეზონში მესამე ორმაგი დუბლი შეასრულა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე "ბოსტონის" ლიდერი ჯეისონ ტეიტუმი გახდა, რომელმაც 30 ქულა, 6 მოხსნა და 4 ასისტი დააგროვა.

ამრიგად, "ორლანდო" აღმოსავლეთ კონფერენციაში 16 გამარჯვებითა და 8 მარცხით მე-4 ადგილს იკავებს. "მეჯიქი" მომდევნო მატჩს 18 დეკემბერს კვლავ "სელტიკსის" წინააღმდეგ გამართავს.

"ბოსტონი"
19 მოგებითა და 5 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციას ლიდერობს.

altგოგა ბითაძე VS ნიკოლა იოკიჩი | "ორლანდომ" "დენვერი" ბოლო წამებზე დაამარცხა [VIDEO]

altბითაძე: "ორლანდოში" ყველა ხელგაშლილი დამხვდა, ფიზიკური კონდინციები უნდა გავიუმჯობესო

altგოგას ახალი გამოწვევა - როგორი გუნდია "ორლანდო"? გაჰყვება ბითაძე ზაზას გზას?

მკითხველის კომენტარები / 2 /
ყველაფერი ბრწყინვალედ მიდის, ერთი ესაა სამიანები თითქოს მიივიწყა, არადა თავისუფლად შეუძლია მინიმუმ 1-2 სამიანი გლიჯოს თამაშში.
რრრ
11:37 16-12-2023
0
ძალიან კარგია, გოგამ ასე სტაბილურად თუ გააგრძელა, მომავალ წელს შეიძლება ტოპ 10 ცენტრში დაასახელონ.
ვისტი
10:35 16-12-2023
2

სიახლეები პოპულარული