ოთხმეზური "აიონა გაელსის" (IONA Gaels) ღირსებას იცავს, რომელიც ქალთა უმაღლეს სტუდენტურ ლიგაში (NCAAW) 33 კონფერენციიდან ერთ-ერთში, Metro Atlantic Athletic-ში თამაშობს. ქართველმა უკანახაზელმა გამორჩეული შედეგი “მარისტ რედ ფოქსთან” 70:60 მოგებულ მატჩში დააფიქსირა. კონფერენციაში ეს გახლდათ პირველი გამარჯვება აიონელებისთვის – აქამდე გაელსმა “სტონი ბრუკსთან” 49:71, ხოლო “ბრონქს რაიდერთან” 56:63 წააგო. პირველ მატჩში
“რედ ფოქსთან” მოგებული შეხვედრა ქართველი კალათბურთელის ბენეფისი გამოდგა. ნატალიამ 9-დან 7 ორქულიანი, 8-დან 5 სამიანი და 9-დან 9 საჯარიმო ჩააგდო. 38 ქულასთან ერთად, ოთხმეზურმა 4 მოხსნა და 1 პასი მიითვალა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა.
1 მოგებითა და 2 მარცხით "აიონა" 11-გუნდიან Metro Atlantic Athletic-ის კონფერენციაში მე-8 ადგილზეა. შემდეგ მატჩს ოთხმეზურის გუნდი 12 იანვარს, სტუმრად “ფეირფილდ სტაგსთან” გამართავს.
GBF.GE