ბურჯანაძის 21 ქულა და მისი გუნდის ზედიზედ მე-12 გამარჯვება ესპანეთში

AutoSharing Option
ბექა ბურჯანაძის სეზონის საუკეთესო მატჩი ესპანეთის LEB ORO-ში, რომელიც რანგით მეორე დივიზიონია Liga Endesa-ს შემდეგ. ბურჯანაძის გუნდი უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად იბრძვის და მთავარ კონკურენტს ქართველი ლეგიონერის წინამძღოლობით დამაჯერებლად სძლია. ბურჯანაძის "კორუნა ბასკეტმა" ესტუდიანტესს უმასპინძლა და 114:88 მოუგო. ეს კორუნელთა ზედიზედ მე-12 გამარჯვება გახლდათ.

ბურჯანაძე სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა მოედანზე გამოსულმა თანაგუნდელთა შორის ყველაზე მეტი – 28 წუთი ითამაშა. ბურჯანაძემ 4-დან 2 ორქულიანი, 7-დან 4 სამიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგო. ქართველმა ფორვარდმა მთლიანობაში 21 ქულა, 4 მოხსნა და 2
პასი მიითვალა. "კორუნა ბასკეტში" მასზე მეტი ინგუს იაკოვიტსმა მოაგროვა, რომელმაც შეხვედრა 28 ქულითა და 7 პასით დაასრულა.

"კორუნა ბასკეტს" 23 ტურის შემდეგ 23 ტურის შემდეგ 19 მოგება აქვს და უკვე 2 ქულით უსწრებს ესტუდიანტესს. მომდევნო მატჩს ბურჯანაძის გუნდი კვლავ შინ, 12 მარტს, "გიპუზკოას" წინააღმდეგ გამართავს.

GBF

მკითხველის კომენტარები / 6 /
ეს კარგი მაგრამ, ნაკრებში ხელები რომ უკანკალებს ეს რაა
Nukri
11:12 09-03-2024
1
ამის 21 ქულა არ გაიშვა.
მაცი ხვიტია
11:30 09-03-2024
3

სიახლეები პოპულარული