შერმადინმა არვიდას საბონისსაც გადაასწრო და ესპანეთის ლიგის ყველა დროის რეკორდი დაამხო

AutoSharing Option
გიორგი შერმადინმა ევროპის ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი საკალათბურთო ესპანეთის ლიგის კიდევ ერთი – საკმაოდ პრესტიჟული რეკორდი დაამხო. "ტენერიფეს" ქართველი ცენტრი გასული ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა და ამით ის ესპანეთის ჩემპიონატის რეკორდსმენი გახდა.

შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატების ტურის MVP მე-20-ედ გახდა, რაც ამ ლიგის აბსოლუტური რეკორდია. აქ უთამაშია არვიდას საბონისს, ლუკა დონჩიჩს, ესპანური კალათბურთის მთელ ვარსკვლავებს, თუმცა ყველაზე მეტჯერ ეს პრესტიჟული ჯილდო, რასაც ტურის საუკეთესო მოთამაშის პრიზი ჰქვია, ქართველზე მეტჯერ არავის დაუმსახურებია.

შერმადინი მიმდინარე წლის 6 იანვარს გაუთანაბრდა არვიდას საბონისსა და ლუ
როს, როცა მე-17 ტურის MVP გახდა და ამჯერად, 25-ე ტურის იმავე პრიზის მოგებით ისტორიაში შევიდა. შერმადინი გასულ ტურში შეუჩერებელი იყო "ანდორასთან" სტუმრად მოგებულ მატჩში, სადაც მან თავის ყოფილ გუნდთან 23 ქულა, 10 მოხსნა და 4 დაფარება მიითვალა. მისი სარგებლიანობის ინდექსი, რამაც 37 შეადგინა, ვერავინ გადაფარა და გიორგიც ესპანური ლიგის ახალი რეკორდსმენი შეიქნა.

აღსანიშნავია, რომ შერმადინს ეკუთვნის ესპანეთის უმაღლესი ლიგის რეკორდი თვის MVP-ის ტიტულებშიც. ქართველი ცენტრი ამ ნომინაციაში საუკეთესოდ 12-ჯერ დაასახელეს. ანუ 1 სრული წელიწადი (თვეები რომ გადავაბათ) ის ესპანეთის ჩემპიონატის ყველა მატჩის საუკეთესო იყო საშუალოდ.

აქვე დავძენთ შერმადინის კიდევ ერთ და ალბათ, ყველაზე პრესტუჟულ შედეგს: ქართველი ცენტრი ესპანეთის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო მოთამაშე ორჯერ – 2020-2021 და 2022-2023 წლების სეზონებში გამხდარა.

GBF
მკითხველის კომენტარები / 10 /
ბრავო გიორგი,გილოცავ!რა თქმა უნდა დონჩიჩმაც და საბონისმაც,გაცილებით მცირე დრო გაატარეს ესპანეთში,მაგრამ აქ ხომ ესპანელი ვარსკვლავებიც თამაშობდნენ.თავად ის ფაქტი,რომ უკვე რამდენი წელია,შერმადინი სისტემატურად ხდება ერთერთი უძლიერესი,ადასტურებს მის მაღალ კლასსა და სტაბილურობას.ფაქტია,რომ მისი სახელი,ესპანური კალათბურთის ისტორიაში,კიდევ ერთხელ ჩაიწერა.იმედია,კიდევ დიდხანს გაგვახარებას,კარგი თამაშით.ჰო,ფეხბურთის ვაიგულშემატკივრების საყურადღებოდ!გიორგი შერმადინი,დაქორწინებულიც არის,მრავალშვილიანი მამაც და ჰოი საკვირველებავ,ესპანურ კალათბურთში,რეკორდების დამყარებასაც წარმატებით განაგრძობს.ეს ისე,ინფორმაციისათვის.
სოსო
18 მარტი 2024 10:39
0
საბონისმა ექვსი წელი გაატარა ესპანეთში
18 მარტი 2024 12:22
0
თავისი 22 წლიანი კარიერიდან,მხოლოდ 6 წელი გაატარა საბონისმა,ესპანეთში და მაინც აქამდე ის იყო რეკორდსმენი.ყოველ გატარებულ სეზონში,ის ლიგის საუკეთესო და ევროპის საუკეთესო კალათბურთელად რჩებოდა.რაზეა ლაპარაკი,შერმადინი ჩვენი სისხლი და ხირცია,თან გიოც მართლაც საყვარელი ადამიანია,მაგრამ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებიდან კარგად მახსოვს საბონისის თამაში და დამიჯერე,მისი კლასის კალათბურთელი,ახლაც ერთი ორი თუ იქნება,დღევანდელ ნბაში.მისი რეკორდი რომ გააუმჯობესა,უკვე ეგ არის გმირობა.წარმოიდგინე,იოკიჩი,მისი სროლებით,პასებით,ფარქვეშ თამაშით და მასზე უფრო სწრაფი,მოედნის უკეთესი ხედვით და უკეთესი დაფარული პასით.ეს იყო არვიდას საბონისი.ერთადერთი საბჭოთა ცენტრი,ვინც ჩვენი ნიკოლოზ დერიუგინი დაჩაგრა.მის დროს კი,საბჭოთა კავშირში,ალექსანდრე ტკაჩენკო და ალექსანდრე ბელოსტენნი თამაშობდნენ და საბონისმა,ისინიც დაჩაგრა.
სოსო
18 მარტი 2024 22:12
0
ძალიან მაგარი ამბავი, ვულოცავ შერმადინს. გული იმზე მწყდება, რომ ნაკრებში მოუკლო ძალიან!
Irakli
18 მარტი 2024 12:04
1
შერმადინს გამოყენება უნდა, ნაკრებში კი ჩვენდა სამწუხაროდ უერტასი კი არა მასთან მიმგვანებულიც არავინ ჰყავს.
ირაკლის
18 მარტი 2024 15:11
0
ვოცნებობ ახალგაზრდა ქართველ კალათბურთელებს,შერმადინის დონის კარიერა ჰქონდეთ ესპანეთში,ან ევროლიგაზე,თუმცა ჯერ არავინ ჩანს!!!
!!!
18 მარტი 2024 13:31
0
სასიხსრულოა გიორგის ასეთი წარმატება. რაც შეეხება საბონის და დონჩიჩს ისინი NBA-ში გადავიდნენ თავის დროზე სადაც დიდი სიტყვა თქვეს ორივემ. ესპანეთში გაცილებით ცოდა ითამაშეს ვიდრე გიომ, მარა ეს გიოს მიღწევებს არ აკნინებს, ესპანეთის ლიგაში ბევრი სხვა სახელოვანი კალათბურთელებიც თამაშობენ.. ვულოცავ და წარმატებას ვუსურვებ გიოს.
G.LA
19 მარტი 2024 19:06
0
პირდაპირ საქართველოდან!!!
სამაჩაბლო
18 მარტი 2024 15:16
0
მაგარი ბიჭია გიო..ნაკრებში ერთი ნორმალური გამთამაშებლი რო გვყავდეს..ეჰ
ჯორჯო ბიძია
19 მარტი 2024 22:32
0
უკეთესებიც არიან მაგრამ უპატრონობით დაიჩაგრნენ მე პირადად ბავშვი მყავს 208სმ სიმაღლის და ფული არ მქონდა მეგობრები არ მყავდა და ახლა სტუდენტია... რომელ აკადემიაშიც დადიოდა იქაც ფული უნდოდათ და სტუდენტურ ლიგაიც არ თამაშობს არ ჭირდებათ.
ყურადღება რომ მიექციათ იქნებ უკეთესი ყოფილიყოს.ჯუღელს უნდა უმადლოდეს რომ დარბაზში ყავდა ჩაკეტილი და ავარჯიშებდა.უთხარით როგორ მიაღწია და თუ ვინმეს დაუდგა გაჭირვებულ ბავშვსს კითხეთ
ადამიანი
18 მარტი 2024 16:09
5

სიახლეები პოპულარული