"სანდრო ჩემი საყვარელი მოთამაშეა" - გრეგ პოპოვიჩი

AutoSharing Option
სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ში გამორჩეული მატჩი ჩაატარა. მისმა "სან ანტონიო სპურსმა" "გოლდენ სტეიტს" უმასპინძლა, რომელშიც 113:117 დამარცხდა,. ქართველმა ფორვარდმა აღნიშნულ შეხვედრაში ორმაგი დუბლი შეასრულა.

მატჩის შემდეგ "ტეხასელთა" ლეგენდარულმა მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა განაცხადა, რომ მამუკელაშვილი მისი საყვარელი მოთამაშეა.

"სანდრო ჩემი საყვარელი მოთამაშეა. უბურთოდ ძალიან ჭკვიანურად მოძრაობს. უამრავ ჩაჭრას აკეთებს და დაკარგულ ბურთს იბრუნებს. სტაბილურობას ინარჩუნებს და ცდილობს, არასდროს გაჩერდეს. ქართველის თამაშის ყურებით სიამოვნებას ვიღებ", - განაცხადა პოპოვიჩმა.

შეგახსენებთ, მამუკელაშვილი მიმდინარე სეზონში მოე
დანზე 6.9 წუთს ატარებს, რა დროშიც საშუალოდ 2.8 ქულას, 2 მოხსნას და 0.8 შედეგიან პასს აგროვებს; მისი "სან ანტონიო სპურსი" კი დასავლეთ კონფერენციაში 18 გამარჯვებითა და 57 მარცხით ბოლო, მე-15 ადგილს იკავებს.

მომზადებულია Expressnews.com-ის მიხედვით

altმამუკელაშვილის ორმაგი დუბლი "გოლდენ სტეიტის" წინააღმდეგ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 7 /
აფირისტ!
გია
01 აპრილი 2024 21:04
1
წარმატებები სანდრო, საამაყოა ამ დონის მწვრთნელი რომ გაქებს და ასე თბილად მოგიხსენიებს. დიდი იმედი გვაქვს შენი, ქართული კალათბურთის მომავალი დეკადის გამორჩეული წევრი უნდა იყო
@
01 აპრილი 2024 14:43
1
ამისნაირი უნამუსო მწვრთნელი არ მინახია, რატომ წვრთვნის გუნდს ჩემამდე არ დადის. ბოლო 6 წელიაა სან ანტონიოს დედა არა ჰყავს გაააფარჩაკა გუნდი.მანუს კიდე იმენა მასხარად იგდებს იმენა არ ათამაშებს ხან ქართული ღვინო მიყვარსო ხან ისაო ხან ესაო. გული მწყდება რომ არ ათამაშებენ არც მანუს და არც გოგას. არა და მაგათი კარგი ფორმა ძალიან ჰვჭირდება.
beqa
01 აპრილი 2024 12:59
4
მანუ გინობილი რა ხანია აღარ თამაშობს:) მამუ კი მამუკელაშვილის ზედმეტი სახელია და გეთანხმები, უნდა ათამაშოს უფრო ხშირად და არა ცენტრად., რაც მისი საუკეთესო ადგილი არ არის. 4 ნომრად უნდა ითამაშოს.
WTF
01 აპრილი 2024 20:05
0
საქმეც მაგაშია მეგობრებო. პოპოვიჩს მამუს თამაშის ყურება კი სიამოვნებს, მაგრამ იმდენად უყვარს რომ უნდა სულ გვერდით, სათადარიგოთა სკამზე ჰყავდეს )))
კორბენა
01 აპრილი 2024 12:44
1
ბებერი გაიძვერა როგორ გააფერისტებულა. თუ ასე გიყვარს რატო არ ათამაშებ რეგულარულად.
გიორგი
01 აპრილი 2024 12:25
2
თუ შენი საყვარელი მოთამაშეა, ათამაშე უფრო ხშირად. მაინც და მაინც სეზონის ბოლოს რომ აძლევ შანს. რამდენჯერაც შანსი მიეცი იმდენჯერ გამოიყენა და კარგი რა გრეეგ :(
ბუდუ_კარლსუედან
01 აპრილი 2024 11:41
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული