გიორგი შერმადინი ესპანური ლიგის 29-ე ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა

AutoSharing Option
როგორც მოსალოდნელი იყო, გიორგი შერმადინი ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 29-ე ტურის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა. რატომ იყო მოსალოდნელი? – მისმა სარგებლიანობის კოეფიციენტმა „ბილბაოსთან“ მატჩში 43-ს უწია.

„ტენერიფეს“ ქართველმა ცენტრმა ბასკებთან შეხვედრაში 26 წუთი ითამაშა, 25 ქულა, 5 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 4 პასი მოაგროვა; 10-დან 9 ორქულიანი და 7-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. „შერმინატორის“ მარგი ქმედების კოეფიციენტმა 43 შეადგინა, რაც მისი სარეკორდო მაჩვენებელია.

ესპანეთის ლიგის ოფიციალურ საიტზე ვკითხულობთ:

„შერმადინმა „ბილბაოსთან“ საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა – მარგი ქმედების კოეფიციენტი 43 ჰქონდა. მანამდე მისი რეკორდი 42
იყო, რომელიც 2019 წელს კანარულ დერბიში „გრან კანარიასთან“ დააფიქსირა.

ქართველმა ცენტრმა კიდევ უფრო გაზარდა სხვაობა ისტორიულ ჩათვლაში: შერმადინს ტურის საუკეთესოს ტიტული 22-ჯერ აქვს მიღებული, არვიდას საბონისსა და ლუ როუს – 19-19-ჯერ.

ესპანეთის ჩემპიონატის ტურის საუკეთესოები:

1. გიორგი შერმადინი – 22

2-3. არვიდას საბონისი – 19

2-3. ლუ როუ – 19

4-5. ბერნარდ ჰოპკინსი – 17

4-5. ფელიპე რეიესი – 17

6. დარელ მიდლტონი – 14

7-10. მარკ გასოლი – 13

7-10. ტანოკა ბერდი – 13

7-10. რუდი ფერნანდესი – 13

7-10. კერტის ბორხარდტი – 13

GBF.GE

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული