დიახ, იტალიის ჩემპიონატში ბოლო 10-წლეულები არსებული წესი შეცვალეს და ფინალური სერია 4-დან 3 მოგებამდე შეამცირეს. შესაბამისად, მილანურ “ემპორიო არმანის”, რომელიც სერიას 2:1 იგებს, ჩემპიონობამდე 1 გამარჯვება აკლია. სერიის
გასულ შეხვედრაში შენგელიამ ბოლონიელთაგან ყველაზე მეტი, 32 წუთი ითამაშა. ქართველმა ფორვარდმა 8-დან 3 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 11 ქულასთან ერთად მის ანგარიშზე 4 მოხსნა და 1 პასი დაგროვდა. თორნიკეს მსგავსად 11 ქულა მოაგროვა ბელინელიმ, ბომბარდირი კი 17 ქულით ჯორდან მიკი გახდა.
GBF