იტალიის სერია A მილანური "ოლიმპიას" გამარჯვებით დასრულდა. თორნიკე შენგელიას "ვირტუსი" ფინალურ სერიაში 1:3 დამარცხდა და იტალიურ ვერცხლის მედლებს დასჯერდა. სერიის ბოლო მატჩი, რომელიც მილანში გაიმართა, "ოლიმპიას" გამარჯვებით – 85:73 დასრულდა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ 17 წუთში 4 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. "ვირტუსის" მხრიდან საუკეთესო შედეგი ისაია კორდინიეს ჰქონდა. ფრანგმა შეხვედრა 21 ქულით დაასრულა. მილანელთაგან საუკეთესო იყო ნიკოლა მიროტიჩი, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა – 30 ქულა და 12 მოხსნა.
"ოლიმპია მილანო" იტალიის ჩემპიონი 30-ედ გახდა. მილანელებს "ვირტუსზე"
14-ით მეტი ტიტული აქვთ მოგებული. შეგახსენებთ, რომ "ვირტუსმა" ფინალური სერიის ერთადერთი მატჩი სწორედ თოკოს ბრწყინვალე თამაშის ხარჯზე მოიგო. ქართველმა კალათბურთელმა მოგებული შეხვედრა 21 ქულითა და 8 მოხსნით დაასრულა.
GBF