25-მილიონიანი კონტრაქტი - ბითაძის მომავალი გადაწყდა

AutoSharing Option
გოგა ბითაძემ "ორლანდო მეჯიქთან" ახალი, 3-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ამის შესახებ ინფორმაციას სანდო ჟურნალისტი ადრიან ვოინაროვსკი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ქართველი სამი წლის განმავლობაში, ჯამში, 25 მილიონ ევროს მიიღებს. 

ბითაძით დაინტერესებას NBA-ს და ევროლიგის არაერთი კლუბი გამოთქვამდა, თუმცა გოგასთვის პრიორიტეტული ვარიანტი "მეჯიქში" დარჩენა აღმოჩნდა. 

24 წლის ცენტრმა გასულ სეზონში "ორლანდოს" რიგებში 62 მატჩი ჩაატარა, მოედანზე საშუალოდ 15.4 წუთს ატარებდა, რა დროშიც 5.0 ქულას, 4.6 მოხსნას, 1.3 შედეგიან პასს და 1.2 დაფარებას აგროვებდა.

altბითაძემ და მამუკელაშვილმა შეიძლება კარიერა ევროლიგის გუნდში გააგრძელონ

altსასტარტო ბითაძემ

სათადარიგო კარტერს აჯობა - "მეჯიქი" "გოლდენ სტეიტთან" დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 12 /
გოგას და მამუს კონტრაქტებს ძალიან ველოდი. გოგას ამბავმა გამახარა. ვულოცავ და დიდ წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ აშშ-ში კონტრაქტი ევროშია ვითომ?! რა ვიცი, რა ვიცი...
N
02 ივლისი 2024 21:07
0
სომხური დრამი
მანათი
02 ივლისი 2024 23:13
1
Ყველაზე სუსტად გველესიანმა ითამაშა!
Ტტტ
02 ივლისი 2024 21:07
9
რატომ ისევ იმავე გუნდში, სადაც საკმარისი სათამაშო დრო არ ეძლეოდა?!
გიორგი
02 ივლისი 2024 17:32
2
იმიტომ რომ სამ წელიწადში ნიჭიერი ქართველი 25მილიონ დალარს გამოიმუშავებსო,გაიგე?
კახელი
02 ივლისი 2024 20:29
1
გველესიანი არის უძლიერესი მცველი, მაგარი ფეხბურთელია. მსოფლიოს შესარჩევზე აუცილებლად გვჭირდება!
aburjga
02 ივლისი 2024 15:40
7
მაღალია კი კარგია მაღალ ბურთებზე,მაგრამ საჯარიმოში მეორე ბურთი ესპანელმა გარემარბმა სწორედ გველესიანის ადვილად მოტყუებით გაიტანა,დაცვა საძებნი გვაქვს,კვირკველია,კაშია ადაკში არიან დასისწრაფეც ნაკლებადა აქვთ
.
02 ივლისი 2024 20:33
1
ეს კარგია და ლატვიასთან დღევანდელ კალათბურთს აჩვენებს ვინმე?
ვვვ
02 ივლისი 2024 13:51
2
წარმოგიდგენიათ რა ფულია ნბა-ში, რომ კალათბურთელს, რომელიც თამაშების ნახევარსაც არ თამაშობს, წელიწადში 8 მილიონს უხდიან?
ლუკა
02 ივლისი 2024 11:18
2
გაიხარე,შეუბერე და გაიმარჯვე კარგო ქართველო კაცო. დღეს გვაქვს თამაში და წარმატებები,იმედია გავიმარჯვებთ. მოკლედ,ახლა კალათბურთის დროა,უნდა მოვხდეთ ოლიმპიადაზე. 26დან ოლიმპიადა იწყება,ოქროს მედლებს ველოდები და გენო პერტიაშვილის გამარჯვებას ტაჰა აგულთან.

პ.ს. ახლა ვნახე,გველესიანს უთქვამს რო თვალს ვერ მადევნებენ და არც იცოდნენ ჩემს შესახებო,ძნელია ირანის ჩემპიონატის თვალის დევნებაო. ხოდა,არც ეგრეა გიორგი საქმე,ყოველთვის ვცდილობ ინფორმაცია მქონდეს ქართველებზე,ირანშიც,ამერიკაშიც და ბანგლადეშიც.ასერომ,ინფორმაციაც მქონდა და შეძლებისდაგვარად თვალსაც ვადევნებდი. ბევრმა არ იცის,თუმცა ამერიკაში ქართველი ემიგრანების შვილების გამოსვლებსაც ვადევნებ თვალს,საკმაოდ წარმატებულები არიან. იმედია რო მოვა ის დრო და აქ დაბრუნდებიან.წარმატებები ყველა ქართველს
იასონას უდარი
02 ივლისი 2024 08:50
1
ბიჭო ბიჭო :)))))))))) გაექცაო ამაზე ითქმის თუ ითქმის
Korsava
02 ივლისი 2024 11:46
2
... და შენ რომ ადევნებ ირანის ჩემპიონატს თვალს, მერე რა რო?! ფედერაციაში მუშაობ სელექციონერად თუ კობიაშვილის საახლობლოდან ხარ?! ვინმე ითვალისწინებს შენს აზრს ან უნდა გაითვალისწინოს? მე თუ მკითხავ გველესიანი ძალიან მაგარი ფეხბურთელია და, სამწუხაროდ ასაკიდან გამომდინარე, პერსპექტივაში(მსოფლიოს შესარჩევისათვის) უკვე დაკარგულია ჩვენი გუნდისათვის.
ძველი გულშემატკივარი
02 ივლისი 2024 10:15
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული