18 წუთში 14 ქულა - მამუკელაშვილის კარგი მატჩი "ოკლაჰომასთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პრე-სეზონის პირველ მატჩში "სან ანტონიო სპურსი" "ოკლაჰომა სითი თანდერთან" 107:112 დამარცხდა.

"ტეხასელთა" რიგებში სანდრო მამუკელაშვილი მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან შევიდა. ქართველმა კალათბურთელმა 17:41 წუთში 14 ქულა, 3 მოხსნა და 1 შედეგიანი პასი მიითვალა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე "ოკლაჰომას" კალათბურთელი აჯაი მიჩელი გახდა, ბელგიელმა 19 ქულა, 2 მოხსნა და 2 ასისტი დააგროვა.

"სპურსის" ლიდერსა და NBA-ის ამომავალ ვარსკვლავ ვიქტორ ვემბანიამას აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.

"სან ანტონიო" პრე-სეზონის მორიგ მატჩს 10 ოქტომბერს, "ორლანდო მეჯიქის" წინააღმდეგ გამართავს.

altოფიციალურად - მამუკელაშვილი მომავალ

სეზონშიც "სან ანტონიო სპურსში" ითამაშებს

altმამუკელაშვილის მომავალი გადაწყდა - სანდრო მომდევნო სეზონსაც NBA-ში გაატარებს

altმამუკელაშვილის გარეშე - საქართველოს ნაკრები იტალიასთან დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
ერთი კადრი მაინც მოგეძიათ, სადაც მამუკელაშვილი იქნებოდა. წარმატებები სანდროს!!!
alexandre
13:13 08-10-2024
0
და გოგა ბითაძეზე რატომ არ წერთ?
მთ
10:35 08-10-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული