მამუკელაშვილის 100-პროცენტიანი შესრულება | "სან ანტონიომ" ზედიზედ მეოთხედ მოიგო

AutoSharing Option
"სან ანტონიო სფურსმა", რომლის ღირსებასაც სანდრო მამუკელაშვილი იცავს, მოგებებს უხშირა. ტეხასურმა გუნდმა რეგულარულ ჩემპიონატში მე-10 მატჩი დღეს მოიგო. ეს გახლდათ "სფურსის" ზედიზედ მე-4 გამარჯვება.

სოლტ ლეიკ სიტიში "სან ანტონიო" "იუტა ჯაზს" შეხვდა და 128:115 დაამარცხა. გამარჯვებაში საკუთარი წილი ქართველმა ფორვარდმაც დაიდო. მამუკელაშვილმა 12 წუთი ითამაშა და 9 ქულა, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა ისე დააგროვა, ბურთი არც აუცილებია და არც დაუკარგავს. სანდრომ 3 ორქულაინი და 1 სამიანი ზუსტად ისროლა
და მოედანზე ერთადერთი მოთამაშე გახლდათ, რომელსაც ბურთი არ აუცელია.

10 მოგებითა და 8 მარცხით "სან ანტონიო" დასავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილზე, ანუ პლეი ინის ზონაშია. მომდევნო მატჩს ტეხასელები შინ, 28 ნოემბერს, "ლოს ანჯელეს ლეიკერსთან" გამართავენ.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 2 /
მჯერა, რომ სანდრო მოუმატებს.
სამართალი
18:58 27-11-2024
0
ამ ჟურნალისტებს ქართული ენა არ აქვთ ნასწავლი ან სკოლაში ან უმაღლესში(თუ აქვთ უმაღლესი განათლება).
,,ბურთი არ აუცელია" რა ქართულია?
ზმნა არის აცდენა და აუცდენია უნდა იყოს!
ისეთი ჟურნალისტები უნდა შეარჩიოთ ელემენტარულად ქართული ენა მაინც რომ იცოდნენ!
ქომაგი
08:28 28-11-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული