გოგას 5 დაფარება და ბოლო 12-დან 11 გამარჯვება - "ორლანდო" მაგარ სვლაზეა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ ბოლო თორმეტი შეხვედრიდან მეთერთმეტე მატჩი მოიგო. ფლორიდელებმა ამჯერად ნიუ იორკის შემოგარენში, „ბრუკლინ ნეტთსთან“ გაიმარჯვეს – 123:100.

ქართველი ცენტრი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო, მოედანზე 26 წუთი გაატარა და ამჯერად თავი დაფარებებით გამოიჩინა: მის ანგარიშზე 5 ბლოკ-შოტი, 8 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრაა. სასტარტოში იყო სეზონის დასაწყისში ორლანდოს ნომინალური ცენტრი ვენდელ კარტერი. მან გოგაზე 1 წუთით მეტ ხანს ითამაშა და შედეგიანი იყო – 12 ქულა, 7 მოხსნა, 4 პასი. ორლანდოელთაგან ქულების მხრივ საუკეთესო გერმანელი ფრანც
ვაგნერი იყო – 29 ქულა.

„მეჯიქს“ 14 მოგება, 7 წაგება აქვს და აღმოსავლეთის კონფერენციაში მე-3 ადგილზეა. ოთხი გამარჯვებით ჩამორჩება ლიდერ „კლივლენდს“.

ბითაძეს მომდევნო მატჩი კვლავ ბრუკლინში 2 დეკემბერს ელის.

GBF

მკითხველის კომენტარები / 5 /
პრორუსულობას და პროევროპულობას ერთ კონტექსტში მარტო ქოცები აიგივებენ(შეგნებულად ან ჭკუასუსტობით)!!! დღეს პროევროპულობა ნიშნავს მისწრაფებას რუსეთის კლანჭებიდან თავის დაღწევას და დემოკრატიულად განვითარებას!!!
შალვა-ს
20:23 30-11-2024
5
ვინც წერს სტატიას თუ არ იცის იკითხოს მაინც ,რომ “ბრუკლინ ნეთსი” თამაშობს “ბარკლაი არენაზე” და ნიუ იორკის შემოგარენი კი არა დაუნთაუნ ბრუკლინია და მანჰეტენიდან საბვეის ორი სტაპია სულ!
გიორგი ლოლაშვილი
18:46 30-11-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული