10:27 02-12-2024
ბითაძის მე-6 ორმაგი დუბლი სეზონში | "ორლანდოს" სუპერსერია გრძელდება [VIDEO]
AutoSharing Option
სასტარტო ხუთეულში კვლავ 2 ნომინალური ცენტრი იდგა. თუკი ზოგადად ძირითადი ცენტრი კარტერი იყო, რომელსაც ბითაძე ცვლიდა ხოლმე, ან მისი ტრავმის პერიოდში ხუთეულში ადგილს იკავებდა, ახლა ვითარება შეიცვალა. სრულიად ჯანმრთელი კარტერიც ხუთეულშია და ქართველიც მის გვერდზე. ბითაძე ცენტრის პოზიციაზე დგას, კარტერი კი – მძიმე ფორვარდის. ზოგადად ორივე ერთი ყაიდის მოთამაშეა, თუმცა გოგა უფრო ფარისკენაა შეწეული, მაგრამ ათლეტური ტანისა და თხელი ფორმების ხარჯზე ის მშვენივრად გადაადგილდება მოედანზე, გარბის სწრაფ შეტევაში და პერიმეტრზეც მშვენივრად სოლირებს. მთავარი კი ისაა, რომ ორლანდოს მთავარი მწვრთნელი მიხვდა, რომ ბითაძის ადგილი სასტარტოშია და პაოლო ბანკეროს ტრავმის შემდეგ სასტარტო ხუთეულის ფუნდამენტური როტაცია განახორციელა და ეს ძალიან ამართლებს. რა იქნება ბანკეროს დაბრუნების შემდეგ, ძნელი სათქმელია, თუმცა ბითაძის როლი და შედეგიანობა რომ თვალსა და ხელს შუაა გაზრდილი, ეს თვალნათელია.
რაც შეეხება შეხვედრას, "ორლანდომ" "ბრუკლინი" ამჯერად 100:92 დაამარცხა. ორივე გუნდის შემადგენლობაში 25 ქულით საუკეთესო ბრუკლინელი ქემერონ ჯონსონი იყო, ბრუკლინ ნეტსიდან ასევე გამოირჩა დენის შროდერი, რომელსაც 20 ქულა ჰქონდა. ორლანდოს მხრიდან ქულების ყველაზე დიდი მაჩვენებელი ფრანც ვაგნერმა დააფიქსირა – 20 ქულა, კარტერის ანგარიშზე კი 14 ქულა და 7 მოხსნაა.
"ორლანდოს" შესანიშნავი სერია გრძელდება – ფლორიდულმა გუნდმა ზედიზედ მე-6 შეხვედრა მოიგო და ბოლო 13 მატჩში მხოლოდ 1 აქვს წაგებული. "მეჯიქი" ახლა აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილს იკავებს და მხოლოდ "ბოსტონ სელტიკსი" და "კლივლენდ კავალიერსი" უსწრებენ. გოგა ბითაძეს შემდეგი თამაში 4 დეკემბერს "ნიუ იორკ ნიქსთან" უწევს.
GBF
მკითხველის კომენტარები / 3 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
რაში მაინტერესებს ბითაძისა და მამუკელაშვილის წარმატებული თამაშები, თუ ისინი ნაკრებს ვერ დაეხმარებიან.
0
0
საერთო ჯობია გოგას თამაშები გვაჩვენონ დზ მარტო გოგასი არა თოკო შერმადინი და სხვებისაც.ესპანეთის და იტალის ჩემპიონატები შუქდებოდა ასევე ევროტურნირებიც შუქდებოდა....გადასახადებმა მომატა და 1წლიანს რით ვერ ყიდულობენ
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
79.00 k
240.00 k
სიახლეები
პოპულარული