ბექა ბურჯანაძის 12 ქულა და "ხუვენტუდთან" ბრძოლაში წაგებულ მატჩში

AutoSharing Option
ბექა ბურჯანაძის შედეგიანი თამაში ესპანეთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში. ქართველი ფორვარდის გუნდმა “ლეიმა კორუნამ” ერთ-ერთ ფავორიტ ბადალონის “ხუვენტუდს” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 85:94 დამარცხდა. ბურჯანაძე ერთ-ერთი საუკეთესო იყო, თუმცა მისი გუნდი ბოლო წუთებზე მაინც დამარცხდა.

ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 26 წუთი გაატარა. ბექამ 6-დან 5 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო ერთი სამქულიანი აუცდა. საქართველოს ნაკრების წევრმა ჯამში 12 ქულა, 4 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა. მან 3 ჯარიმა მიიღო, მასზე კი მეტოქეები 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

4
მოგებითა და 8 წაგებით "ლეიმა კორუნა" მე-16 ადგილზეა, გასავარდნი ზონის ზღვარზე, მომდევნო ტურში კი, 28 დეკემბერს, "ბილბაოს" უმასპინძლებს.

GBF


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული