ბითაძის სათამაშო დრო კიდევ უფრო გაიზრდება - მისი კონკურენტი სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს

AutoSharing Option
"ორლანდო მეჯიქის" ქართველი ცენტრის, გოგა ბითაძის სათამაშო დრო მიმდინარე სეზონში კიდევ უფრო გაიზრდება. ცნობილი ამერიკელი ინსაიდერის, შემს ჩარანიას ცნობით, "მეჯიქის" ცენტრმა მო ვაგნერმა მუხლის ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა და სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს.

ტრავმის გამო "ორლანდოს" უკვე რამდენიმე კვირაა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი პაოლო ბანკერო ვერ ეხმარება, იმავე მიზეზით კი გარკვეულ პერიოდს მო ვაგნერის ძმა, ასევე გუნდის გამორჩეული მოთამაშე ფრანც ვაგნერიც ტოვებს.

მიმდინარე სეზონში გოგას ანგარიშზე უკვე 10 ორმაგი დუბლია. ქართველი "მეჯიქის" ხუთეულის უცვლელი წევრი გახდა, ბითაძე საშუალოდ 9.5 ქულას, 8.0 მოხსნასა
და 1.9 შედეგიან პასს აგროვებს.

ჯამალ მოსლის გაწვრთნილი გუნდი 18 მოგებითა და 12 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილს იკავებს, "ორლანდო" მორიგ შეხვედრას 24 დეკემბერს "ბოსტონ სელტიქსის" წინააღმდეგ გამართავს.

altეს რა იყო! - ბითაძემ ანტეტოკუნმპოს გადაატენა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
გოგა მშვენიერ ფორმაშია და გუნდიც უკვე ენდობა,მაგრამ მთელი სეზონის მხოლოდ მის ზურგზე გადავლა,მისთვისაც ძალიან ძნელი იქნება.პატარ-პატარა ტრავმები ისედაც აქვს,მასზე გაცილებით მაღალ და ფიზიკურად ძლიერ მეტოქეებთან მუდმივი ბრძოლა კი,კიდევ უფრო გაუმრავლებს და რაღაც მომენტში,შესაძლოა გუნდს ისიც გამოაკლდეს.მწვრთნელები შეტევაში ალბათ უფრო მეტად გადაიტანენ აქცენტს,პერიმეტრის დატვირთვაზე და იმედი ვიქონიოთ,გუნდის მესამე ცენტრიც,საკმაოდ გამოიჩენს თავს,რომ გოგას სულის მოთქმის საშუალება ჰქონდეს ხოლმე.
სოსო
17:34 23-12-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული