თორნიკე შენგელიას ქართველებისთვის რეკორდული 35 ქულა ევროლიგაში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
35 ქულა ევროლიგაში – თორნიკე შენგელია გახდა პირველი ქართველი, რომელმაც ევროპის ყველაზე წარმომადგენლობით და პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში 35-ქულიან ნიშნულს უწია. ეს მოხდა სტამბოლში, სადაც "ფენერბაჰჩემ" ევროლიგის 24-ე ტურის მატჩში ბოლონიის "ვირტუსს" უმასპინძლა. შეხვედრა იტალიურმა გუნდმა 81:95 დათმო, თუმცა შედეგს ნაკლები მნიშვნელობა აქვს, როცა საქმე 35-ქულიან პერფორმანსს ეხება და მისი ავტორი საქართველოს ეროვნული ნაკრები კაპიტანია!

შენგელიას ისტორიული შედეგის დასაფიქსირებლად 29 წუთი და 16 წამი დასჭირდა. ქართველი ფორვარდი სასტარტოში გახლდათ და მთლიანობაში 27 სროლიდან 21 ჩააგდო. ეს სროლები ასე გადანაწილდა: 14-დან 10
ორქულიანი, 3-დან 2 ორქულიანი და 10-დან 9 საჯარიმო. 35 ქულასთან ერთად თოკოს 5 მოხსნა და 3 პასი ჰქონდა. ქართველ ფორვარდს პასივში მხოლოდ 2 დაკარგვა და 1 ჯარიმაა. მასზე მეურვეები 6-ჯერ დაჯარიმდნენ.

აქვე გავიხსენოთ საქართველოს წარმომადგენელთა საუკეთესო შედეგები ევროლიგაში: ვლადიმერ ბოისა 28 ქულა, რომელიც აწ უკვე ვეტერანმა კალათბურთელმა შორეულ 2004 წელს, ლიუბლინას "ოლიმპიაში" თამაშისას, თელ ავივის "მაკაბისთან" გააკეთა. 26 ქულა აქვს მოგროვებული ზაზა ფაჩულიას 2003 წელს, სტამბოლის "ულქერში" თამაშისას, ბერძნული "პანათინაიკოსის" წინააღმდეგ. 23 ქულა გოგა ბითაძის მაქსიმუმია, როცა ის ევროლიგაში პოდგორიცეს "ბუდუჩნისტის" მაისურით თამაშობდა და 2019 წლის 3 იანვარს მილანის "ოლიმპიასთან" აღნიშნული შედეგი დააფიქსირა.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 1 /
თამაშის დამთავრებამდე 5 წუთით ადრე ტრავმა რომ არ მიეღო მინიმუმ კიდევ 5 ქულასაც ჩააგდებდა და 40 ქულასაც გაადააბიჯებდა !
zura222
03:16 01-02-2025
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული