შენგელიას ისტორიული შედეგის დასაფიქსირებლად 29 წუთი და 16 წამი დასჭირდა. ქართველი ფორვარდი სასტარტოში გახლდათ და მთლიანობაში 27 სროლიდან 21 ჩააგდო. ეს სროლები ასე გადანაწილდა: 14-დან 10 ორქულიანი, 3-დან 2 ორქულიანი და 10-დან 9 საჯარიმო. 35 ქულასთან ერთად თოკოს 5 მოხსნა და 3 პასი ჰქონდა. ქართველ ფორვარდს პასივში მხოლოდ 2 დაკარგვა და 1 ჯარიმაა. მასზე მეურვეები 6-ჯერ დაჯარიმდნენ.
აქვე გავიხსენოთ საქართველოს წარმომადგენელთა საუკეთესო შედეგები ევროლიგაში: ვლადიმერ ბოისა 28 ქულა, რომელიც აწ უკვე ვეტერანმა კალათბურთელმა შორეულ 2004 წელს, ლიუბლინას "ოლიმპიაში" თამაშისას, თელ ავივის "მაკაბისთან" გააკეთა. 26 ქულა აქვს მოგროვებული ზაზა ფაჩულიას 2003 წელს, სტამბოლის "ულქერში" თამაშისას, ბერძნული "პანათინაიკოსის" წინააღმდეგ. 23 ქულა გოგა ბითაძის მაქსიმუმია, როცა ის ევროლიგაში პოდგორიცეს "ბუდუჩნისტის" მაისურით თამაშობდა და 2019 წლის 3 იანვარს მილანის "ოლიმპიასთან" აღნიშნული შედეგი დააფიქსირა.
GBF.GE