ბითაძის ბრწყინვალე მატჩი - "ორლანდომ" "საკრამენტო" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში "საკრამენტო კინგსი" "ორლანდო მეჯიქთან" 111:130 დამარცხდა.

სტუმართა რიგებში გოგა ბითაძე ტრადიციულად ძირითად ხუთეულში ვიხილეთ. ქართველმა მოედანზე 22:32 წუთი გაატარა, რა დროშიც 14 ქულა, 7 მოხსნა, 2 შედეგიანი პასი და 2 დაფარება დააგროვა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე "ორლანდოს" ერთ-ერთი ლიდერი ფრანც ვაგნერი გახდა, გერმანელმა 26:47 წუთში 31 ქულა, 5 მოხსნა და 3 ასისტი მიითვალა.

"საკრამენტოდან" დომანტას საბონისმა 31:44 წუთში საკუთარ გუნდს 21 ქულა, 13 მოხსნა
და 3 შედეგიანი პასი შესძინა.

ამრიგად, "ორლანდო მეჯიქი" 25 მოგებითა და 27 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილს იკავებს, ჯამალ მოსლის გაწვრთნილი გუნდი მორიგ მატჩს 7 თებერვალს "დენვერ ნაგეთსის" წინააღმდეგ გამართავს.

alt"ბითაძე "იუტასთან" კვლავ სასტარტოში იყო - "ორლანდო" კვლავ დამარცხდა [VIDEO]

altბითაძე ძირითად ხუთეულში დაბრუნდა - "ორლანდო" "პორტლენდთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 15 /
გივი მეგობარო, რა გვარის კაცი ხარ და სად ცხოვრობთ?
გურულო
00:20 07-02-2025
0
აბურჯგ შენისთანა ბევრი წერდა დასრულებულია მაგის ამერიკული კარიერაო.
თუ გახსოვს მაშინ ვწერდი თვითონ გოგა სულაც არ არის უკმაყოფილო მეთქი.მე გოგასგან ვიცოდი რო ჯერ ვსწავლობო.სხვათაშორის გოგა დღემდე ემადლობლება საბონის და იმ მეორე ცენტრს(ვერ გავიხსენე გვარი,ამერიკის ნაკრების ცენტრი იყო),ძალიან ბევრი რამე ვისწავლე მაგათგანო.მეორეც-ბავშვი ჩავიდა ამერიკაში და პირდაპირ გიგანტ კალათბურთელებთან მოუწია კონკურენცია. და მთავარი-კარგად ვიცი ვისი გორისაც არის.უზომოდ მიზანდასახულია.გახსოვს ის ცნობილი ფოტო ზაიონს რო თავს ეხვევიან და გოგა მარტო რო ზის?მე რო ვიცი რა ჯიშის და ფესვების კაცია მაშინვე ვეუბნეოდი ყველას-თავს მოიკლავს და NBA-ში კვალს დატოვებს მეთქი.სამიანებსაც აღარ ისვრის არდა მშვენიერი მაჯა აქ,ეგეც ვიცი დავალება აქვს სამიანი ესროლოს მაშინ როცა სხვა გამოსავალი არ არი-რა ქნას ასრულებს მწვრთნელის დავალებას.
რაც შეეხება ვარცხნილობაზე წაკაიფებას-ვარცხნილობამ შეიძლება შენზე იმოქმედოს და ფრთხილად იყავი,რამე სხვარამებისკენ არ გაგექცეს თვალი
jordan beli
18:49 06-02-2025
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული