ბითაძის 4 დაფარება - "ორლანდო" "ატლანტასთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში "ატლანტა ჰოუქსმა" "ორლანდო მეჯიქი" გასვლაზე 112:106 დაამარცხა.

მასპინძელთა რიგებში გოგა ბითაძე ტრადიციულად ძირითად შემადგენლობაში ვიხილეთ, ქართველმა ცენტრმა მოედანზე 16:37 წუთი გაატარა, ბითაძემ 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 4 დაფარება მიითვალა, ფარს კი მხოლოდ ერთხელ შეუტია, თუმცა ქულის მოპოვება ვერ მოახერხა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ტრეი იანგი გახდა, "ატლანტას" ლიდერმა 36:35 წუთში 19 ქულა, 5 მოხსნა და 8 ასისტი დააგროვა.

"ორლანდოდან" ფრანც ვაგნერმა 37:41 წუთში საკუთარ გუნდს 37 ქულა, 7 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი
შესძინა.

ამრიგად, "ორლანდო" 26 მოგებითა და 29 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილს იკავებს, ჯამალ მოსლის გაწვრთნილი გუნდი მორიგ შეხვედრას 13 თებერვალს "შარლოტ ჰორნეტსის" წინააღმდეგ გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
დაცვაში გადავიდა?
ბუტა
10:34 11-02-2025
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული