ბითაძის 4 დაფარება - "ორლანდომ" "შარლოტი" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში "ორლანდო მეჯიქმა" "შარლოტ ჰორნეტსი" შინ 102:86 დაამარცხა.

გოგა ბითაძე მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში გახლდათ, ქართველმა ცენტრმა მოედანზე 18 წუთი გაატარა, რა დროშიც 1 ქულა, 7 მოხსნა, 2 შედეგიანი პასი და 4 დაფარება მიითვალა. გოგამ ფარს 4-ჯერ შეუტია, თუმცა თამაშიდან ქულის აღება ვერ მოახერხა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე "მეჯიქის" ერთ-ერთი ლიდერი პაოლო ბანკერო გახდა, წარმოშობით იტალიელმა კალათბურთელმა 24 ქულა, 8 მოხსნა, 6 ასისტი და 1 დაფარება დააგროვა.

"ორლანდო" 27 გამარჯვებითა და 29 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7
ადგილს იკავებს, "მეჯიქი" მომდევნო მატჩს 21 თებერვალს "ატლანტა ჰოუქსის" წინააღმდეგ გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
გოგა დაცვაში გადავიდა?
ბუტა
18:06 13-02-2025
0
სამქულიანები ხომ ამოიღო არსენალიდა, ახლა ორიანებიც აიკრძალა თუ აუკრძალეს არ ვიცი.
jeremo
13:49 13-02-2025
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული