შენგელიას "ვირტუსმა" უშუალო კონკურენტი "ბრეშა" დაამარცხა და სერია A-ში გალიდერდა

AutoSharing Option
იტალიის სერია A-ს 21-ე ტურში თორნიკე შენგელიას "ვირტუსს" პრინციპული მეტოქე ჰყავდა – მოგებებითა და წაგებებით თანაბარი "ტრენტინო", რომელთანაც 2-3 ადგილებს იყოფდა. მატჩი ბოლონიაში გაიმართა და საკმაოდ დაძაბული გამოდგა, რომელიც "ვირტუსის" გამარვებით – 80:75 დასრულდა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი სასტარტო ხუთეულში იყო, მან სულ 17 წუთი ითამაშა და გუნდს 9 ქულა, 2 მოხსნა და 4 პასი მოუტანა. "ვირტუსის" რიგებში საუკეთესო კორდინიე იყო – 23 ქულა.

"ვირტუსს" 16 მოგების წინ 5 მარცხი აქვს და 32 ქულით მე-2 ადგილზეა, ამდენივე ქულა აქვს ლიდერ "ბრეშას".
"ტრენტოს" 15-6 ბალანსი გაუხდა. აღსანიშნავია, რომ შენგელიას გუნდმა სერია A-ს ზედიზედ 4 ტურში გამარჯვების მოპოვება შეძლო. "ვირტუსი" 16 მარტს "ნაპოლის" ესტუმრება.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული