დასავლეთ კონფერენციის კვირის საუკეთესო კალათბურთელი ჯეიმს ჰარდენი საშუალოდ შეხვედრაში 36.3 ქულასა და 10 გადაცემას აგროვებდა. "ჰიუსტონმა" 4 ჩატარებულ მატჩში 3-ჯერ მოიგო.
აღმოსავლეთ კონფერენციაში კი კრისტაპ პორზინგისი საშუალოდ 33.5 ქულას, 6.8 მოხსნასა და 3.2 ბლოკს აგროვებდა. "ნიუ იორკმა" 4 მატჩში ასევე სამჯერ მოიგო.