სტივ კერი: გრეგ პოპოვიჩი ჩემს შვილს სულ ეხუმრება და პუტინის "შპიონს" ეძახის
AutoSharing Option
"გოლდენ სტეიტის" მთავარმა მწვრთნელმა სტივ კერმა განაცხადა, რომ მის შვილს, ნიკს "სან ანტონიოს" თავკაცი გრეგ პოპოვიჩი მუდმივად ეხუმრება.
სტივ კერის შვილი "სან ანტონიოში" ვიდეოკოორდინატორად მუშაობს. "გრეგ პოპოვიჩი ნიკს "შპიონს" ეძახის. ამბობს, რომ შესაძლოა, ის პუტინზე მუშაობდეს", - ციტირებს კერის სიტყვებს The Athletic-ი.