"სან ანტონიო სპურსმა" გუნდის ფორვარდი კავაი ლეონარდი და მცველი დენი გრინი "ტორონტოს" მცველ დემარ დეროზანსა და ცენტრ იაკომ პელტლში ოფიციალურად გაუცვალა. გარდა ამისა, "სპურსი" დრაფტის პირველი რაუნდის დაცულ პიკს მიიღებს.
ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
ლეონარდი 2014 წლის ფინალის MVP-ია. მისი საშუალო მაჩვენებლები კარიერაში 16.3 ქულა, 6.2 მოხსნა, 2.3 გადაცემა და 1.8 ჩაჭრაა.
ხოლო დეროზანი "ტორონტოში" გატარებულ 9 სეზონში საშუალოდ მატჩში 19.7 ქულას, 4.1 მოხსნას, 3.1 გადაცემას აგროვებდა.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ ტრეიდის ჩაშლის საშიშროებაც არსებობს.
კავაი ლეონარდს "ტორონტოში"
სამედიცინო შემოწმება არ გაუვლია. შეგახსენებთ, რომ მან გასული სეზონი ტრავმის გამო სრულად გამოტოვა.
"შემოწმება ჯერ არ იყო. კავაის 48 საათი დარჩა, რომ ტორონტოში გამოჩნდეს. თუ ეს არ მოხდება, საბოლოო ჯამში, "ტორონტოს" შეუძლია ტრეიდს ვეტო დაადოს", - განაცხადა ESPN-ის ინსაიდერმა ბრაიან უინდჰორტსმა.
ცნობილია, რომ თავად ლეონარდი "ტორონტოში" გადასვლის წინააღმდეგი იყო.