ხუმრობა თუ სიმართლე - შაკილ ო'ნილმა თქვა, რომ კობი ბრაიანტი კალათბურთს უბრუნდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლეგენდარულმა ამერიკელმა კალათბურთელმა შაკილ ო'ნილმა განაცხადა, რომ მისი ყოფილი თანაგუნდელი კობი ბრაიანტი აქტიურ სპორტს დაუბრუნდება.

"კობი დაბრუნდება. მე ეს გავიგე. შენ პირველი ხარ, ვისაც ამას ვეუბნები", - უთხრა ონილმა TMZ Sports-ის ჟურნალისტს.

მიუხედავად ამ განცხადებისა, მედია ვარაუდობს, რომ შაკიმ გაიხუმრა, რადგან მას მსგავსი საქციელი ხშირად ახასიათებს.

ბრაიანტის "ლეიკერსში" დაბრუნების ხმები კი მას შემდეგ გავრცელდა, რაც ლოსანჯელესურ გუნდში ლებრონ ჯეიმსი გადაბარგდა.

კობი და შაკილ ო'ნილი კი ერთად 1996-2004 წლებში თამაშობდნენ. ბრაიანტმა აქტიური სპორტული კარიერა 2016 წლის 13 აპრილს დაასრულა.

alt"ლეიკერსი" კობი

ბრაიანტის ორივე ნომერს უკვდავყოფს

altკობი ბრაიანტი პსჟ-ს ესტუმრა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული